f

f

შპს ,,ლაბორატორია დრ. ჯორჯის” მიერ წარმოებული საკონდიტრო ნაწარმი ,,ჩურჩხელა ჯორჯია” წარმოადგენს მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე ქართულ ნაციონალურ დესერტს. ის სხვა მსგავსი პროდუქტისაგან გამორჩეულია იმით, რომ დამზადებულია აუცილებლად მხოლოდ მაღალხარისხიანი ყურძნის ჯიშებიდან მიღებული 100%-იანი წვენით და არ შეიცავს შაქარს (მხოლოდ ფრუქტოზა და გლუკოზა), მის შემადგენლობაში ასევე შედის უმაღლესი ხარისხის ნიგოზი და თაფლი ამიტომ ის არის ძლიერი რადიოპროტექტორი (გამოაქვს ორგანიზმიდან რადიაცია და მძიმე მეტალები). ის შეიცავს სისხლის ჟანგბადით გამამდიდრებელ საშუალებებს. ასევე მდიდარია ბუნებრივი სახით წარმოდგენილი ვიტამინების და მიკროელემენტების ფართო სპექტრით. მის შემადგენლობაში შემავალი თაფლი პროდუქტს ამდიდრებს ამინომჟავებით, მიკროელემენტებით და ვიტამინებით. პროდუქტი წარმოდგენილია პრეზენტაბელურად ჰიგიენურ შეფუთვაში, მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტის სტანდარტის შესაბამისად.


f

f

ქართული ნაციონალური სანელებლები ეს არის ქართული სამზარეულოს უნიკალური გემოს საიდუმლო. ისინი ნებისმიერ კერძს სძენს საინტერესო პიკანტურ გემოსა და სურნელს. ისინი შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ტრადიციული რეცეპტურის მიხედვით, ისე მზარეულის ფანტაზიის მრავალფეროვნების გამოხატვის საშუალება შეიძლება გახდეს. შპს ,,ლაბორატორია დრ. ჯორჯის” მიერ წარმოებული სანელებლები გასტერლებულია სათანადოდ და შეფუთულია ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში.ის დაცულია ყოველგვარი მიკრობიოლოგიური პრობლემებისგან და უსაფრთხოა ცივი კერძების მოსამზადებლადაც. პროდუქცია მოწოდებულია მწარმოებლისგან პრეზენტაბელურ შეფუთვაში, რომელიც თავის მხრივ შეკრულია საპრეზენტაციო ყუთების სახით მომხმარებლისთვის წარსადგენად.